“თუ რომელიმე კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, მისი მონაცემები, ბიულეტენში მაინც იქნება მოცემული”

ცესკო, ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, განმარტებებს მეორე ტურის არჩევნების პროცესუალურ მხარეებზე აკეთებს.
ცესკოს პრეს-სპიკერი ანი მიქელაძე განმარტავს, რომ მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს მესამეზე გასული ვერ ჩაანაცვლებს.
“იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ალასანია არჩევნების მეორე ტურში არ მიიღებს მონაწილეობას, მისი მონაცემები ბიულეტენში მაინც შეტანილი იქნება. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას იღებენ 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები. მოგეხსენებათ, 50%-იანი ბარიერია და მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს ის 2 კანდიდატი, რომლებსაც საუკეთესო შედეგი აქვთ. თუ რომელიმე კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, მისი მონაცემები კანონმდებლობის თანახმად, ბიულეტენში მაინც იქნება მოცემული”, – განაცხადა ანა მიქელაძემ. „თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება რამდენიმე საათის წინ გააკეთა.
შესაბამისად, ალასანია საკუთარ კანდიდატურას ხსნის გორის 41-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც არჩევნების პირველადი შედეგები 19.38%-ით მეორე ადგილზე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები