რატომ ვერ მოხვდა ცესკოს ვებგვერდზე 3 უბნის შედეგები

ცესკოს ვებგვერდზე 3 უბნის შედეგები არ არის მოცემული. ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მათ ვებგვერდზე მონაცემები არ აისახა. მიქელაძის ინფორმაციით, აღნიშნული უბნები ცნობილი მოვლენების ეპიცენტრი იყო.
„ამ ეტაპზე ცესკოს ვებგვერდზე მოცემული არ არის სამი უბნის მონაცემები. ამ სამი უბნიდან 2 ჯიხაშკარშია, სადაც ცნობილი მოვლენები მოხდა.
აღნიშნულ უბანზე რა თქმა უნდა, ვერ შედგა შემაჯამებელი ოქმი. აღნიშნული უბნის ბათილობის საკითხს განიხილავს საოლქო საარჩევნო კომისია. ამის შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება. რაც შეეხება დიდუბის 26-ე საარჩევნო უბანს, ამ უბანთან დაკავშირებით საოლქო-საარჩევნო კომისია იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები