რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს შოთა უტიაშვილი და დავით საყვარელიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირებაა. პარტიის წევრებს შორის, საპარლამენტო არჩევნების დამარცხების ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა.
სოციალურ ქსელში ამჯერად, ერთმანეთს შს ყოფილი მაღალჩინოსანი შოთა უტიაშვილი და უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე დაუპირისპირდნენ.
შოთა უტიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოსაზრებას, თუ რატომ დამარცხდა “ნაციონალური მოძრაობა”, მიხეილს სააკაშვილთან დაახლოებული პირი, უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძე გამოეხმაურა.
“რა თქმა უნდა, ყველაფერში დამნაშავე ეხლა მიშაა და მისი ეგოცენტრიზმი და რომ არა მისი ხელშეშლა, დანარჩენი ლომები დაფლითავდნენ ბიძინას მოულოდნელად ხომ Shota Utiashvili?! და ამიტომ ეხლა ყველა დარაზმული უნდა შევიდნენ და გაუპრავონ რაც მოხდა?! საოცრება პირდაპირ. ანუ ლოგიკა სადაა? “ნეტავი ქოცები უფრო ნაკლებად შეგვეშინებინა და შეუმჩნევლად მოგვეპარა გამარჯვება”, – პრინციპში არც რუსული ლიბერალირი პარტიის მოდელია ცუდი. არიან თავისთვის, არავის უშლიან ხელს და მიდის პროცესი. მთავარია ხომ ლიბერალური იდეების მატარებლები არიან…. ყელამდე განავალში სხედან, მაგრამ მაინც არიან….” – წერს დავით საყვარელიძე შოთა უტიაშვილს.
რაც შეეხება შოთა უტიაშვილის სტატუსს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, წერს:
“დადგა კამპანიაში გადამწყვეტი მომენტი: ნაციონალური მოძრაობის კამპანია გახდა ზეაგრესიული. გამოჩნდა მიშა და თქვა, რომ ჩამოვდივარ, ჯარი და პოლიცია ჩემს მხარეზეა. ჩატარდა უზარმაზარი მიტინგი. მთელი კამპანია გადაიქცა ერთ კითხვად: ჩამოვა თუ არ ჩამოვა.
აქ გაიმარჯვა ოცნებამ. ისედაც ეჭვებში მყოფმა ხალხმა დაიჯერა, რომ ოცნება რასაც ამბობდა ნაციონალების ნამდვილ მიზნებზე, მართალი ყოფილა. მესიჯის ხაზგასასმელად, გივის მანქანაც კი ააფეთქეს.
პ.ს. რა თქმა უნდა, იყო ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვაც, დანიშნებაც, ტერაქტიც და სხვა ყველაფერი. მაგრამ, თავიდანვე ვის ეპარებოდა ეჭვი, რომ ასეც იქნებოდა?”, – წერს უტიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები