უახლესი ინფორმაციით, “პატრიოტთა ალიანსს“ ხმების 4,998 პროცენტი აქვს – ცესკო განმარტებას აკეთებს

15:00 საათის მონაცემებით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ხმების 4,998 პროცენტი აქვს, – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მიქელაძემ აღნიშნა, თუკი მონაცემები არ იქნება შეცვლილი, ამაზე საარჩევნო ადმინისტრაცია, იმსჯელებს და გადალახავს თუ არა პარტია ბარიერს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„ცესკო ამუშავებს მონაცემებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თითოეული მონაცემის შემოწმების პროცესი.
გარდა ამისა, ოლქებში შეტანილია საჩივრები და მიმდინარეობს საჩივრების განხილვა. მოცემული მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან კანონმდებლობით გათვალისწინებულია 19 დღე.
19 დღის განმავლობაში იქნება ცნობილი თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ ზუსტად მიღებული ხმების რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებლები მეასედების და მეათასედების ჩათვლით. 15:00 საათის მონაცემებით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ მიღებული აქვს 88 132 ხმა, ეს არის 4,998 პროცენტი. აღნიშნული პროგრამამ ავტომატურად დაამრგვალა, რადგან სადღაც ხომ უნდა გაჩერდეს.
ამ წუთის მონაცემებით, 4,998 პროცენტი არის თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ აღნიშნულმა პარტიამ გადალახოს 5 პროცენტიანი ბარიერი, თუკი მონაცემები არ იქნება შეცვლილი, ამაზე საარჩევნო ადმინისტრაცია, ცესკო იმსჯელებს და პასუხი იქნება ცნობილი“, – განმარტა ანა მიქელაძემ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის წინ გაკეთებულ კომენტარში ცესკოს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ 5 პროცენტი ჰქონდა, მაგრამ ეს არ იყო საბოლოო მონაცემი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები