ცესკო: „პატრიოტთა ალიანსმა“ 5 პროცენტი მიიღო

,,ამ წუთის მონაცემებით, „პატრიოტთა ალიანსს“ 5 პროცენტი აქვს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს პრესპიკერმა ანა მიქელაძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ ეს საბოლოო მონაცემი არ არის.
მისივე ინფორმაციით, მონაცემები შეიძლება შეიცვალოს, როგორც „პატრიოტთა ალიანსის“, ისე სხვა პარტიების შემთხვევაშიც.
„იქ, სადაც საუბარი იყო პროცენტების მეასედებზე და მეათასედებზე, სავარაუდოდ პროგრამამ დაამრგვალა. აქ მთავარი არის მიღებული ხმების რაოდენობა. ამ ეტაპზე “პატრიოტთა ალიანსს” 88 132 ხმა აქვს მიღებული“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები