რა ვადებში უნდა დაინიშნოს არჩევნების მეორე ტური

პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, მისი გამართვის ბოლო ვადა 2 ნოემბერია.
”საარჩევნო კოდექსის” გათვალისწინებით, თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად, არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს, რომელიც იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.
არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა გამოიცემა, ხოლო ახლად არჩეულმა პარლამენტმა, პირველი შეკრება მეორე ტურის დღიდან არაუგვიანეს 20 დღისა უნდა გამართოს.
ცნობისთვის მეორე ტური მაშინ ინიშნება, თუკი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური 51 ოლქში გაიმართება. აქედან თბილისის 18 და რეგიონების – 33 ოლქში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები