სპარსული მუსიკალური ანსამბლის – „სეპიდარის“ კონცერტ-პერფორმანსი გაიმართება

12 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში Persian TV-ს უფროსი პროდიუსერი ბეჰზად ბოლური წარმოადგენს კლასიკური სპარსული მუსიკალური ანსამბლის, „სეპიდარის“ კონცერტ-პერფორმანსს, რომელიც ეძღვნება ცნობილი ირანელი მუსიკოსის, გოლამ ჰოსეინ დარვიშის, იგივე დარვიშ ხანის ხსოვნას.
როგორც „კვირას“ მუზუმიდან აცნობეს, დარვიშ ხანი (1872-1921) ირანული კლასიკური და ტრადიციული მუსიკის ცნობილი შემსრულებელი იყო, რომელმაც პირველმა შეიტანა სპარსულ ტრადიციულ მუსიკაში უვერტიურების თემა (პიშ დაარამადი). მისი ნაწარმოები დღესაც ძალზე პოპულარული და სპარსული მუსიკალური კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი და განუყოფელი ნაწილია.
1914 წელს დარვიშ ხანი თბილისში იმყოფებოდა თავის ჯგუფთან ერთად, სადაც მან თავისი ნაწარმოებები ჩაიწერა. მუსიკალური საღამოც სწორედ მისი მუსიკით არის შთაგონებული და ამ ღირშესანიშნავ მოვლენასა და არტისტს ეძღვნება.
კონცერტის მონაწილეები არიან: მუსიკალური ანსამბლი „სეპიდარი“; ჯგუფის წევრები და შემსრულებლები: აბუსაიდ მირზაი – სეთარი; ემრან ფორუზე-ტონბაკი; ფარჰად სარემი-ქამანჩა; მასი მოღადასი-ბასსეთარი; საჰარ ზიბაეი-ვოკალი; ჰელია ბანდე ჰიაზაბადი-ცეკვა.
ანსამბლის ხელმძღვანელი და კომპოზიტორია აბუსაიდ მირზაი; ქორეოგრაფია – ჰელია ბანდე ჰიაზაბადი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები