დღეს გამოფენა „თბილისური სახელოსნოები“ გაიხსნება

10 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელწიფო მუზეუმი და თბილისის განვითარების ფონდი, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, მართავს გამოფენას „თბილისური სახელოსნოები“.
გამოფენა გაგრძელდება 14 ოქტომბრის ჩათვლით.
როგორც „კვირას“ მუზეუმში აცნობეს, გამოფენა ასახავს XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში არსებული სახელოსნოების ამსახველ უნიკალურ ფოტომასალას, სახელოსნოების მაკეტებს და ექსპონატებს, რომლებიც მუზეუმშია დაცული.
თბილისი ყოველთვის ასრულებდა ამიერკავკასიის პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური ცენტრის ფუნქციას. მთავარ სავაჭრო ცენტრს თათრის მოედანი და შუა ბაზარი წარმოადგენდა. ეს უკანასკნელი კოჯრის კართან იწყებოდა და დღევანდელი კოტე აფხაზის (ყოფილი გენერალ ლესელიძის) ქუჩას მიუყვებოდა მეიდნამდე. ვიწრო ქუჩის ორივე მხარეს განლაგებული იყო სავაჭროები და სახელოსნოები. თათრის მოედნის გარშემოც დუქნების რიგი იყო. საიდან არ მოდიოდნენ თბილისში სავაჭროდ, რა საქონელს არ შეიძენდი. ყველა სავაჭრო უბანს თავისი სახელი ერქვა, – აცხადებენ ორგანიზატორები.
გამოფენა  დავით აღმაშენებლის 18 ნომერში გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები