სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

სოციალურ ქსელში პეტიცია ვრცელდება, სადაც მოქალაქეები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის მოთხოვნით, პარლამენტს, მთავრობას და პროკურატურას მიმართავენ.

“ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, მიუხედავად ჩვენი ეთნიკური, სოციალური თუ პოლიტიკური წარმომავლობისა, ვითხოვთ საქართველოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, როგორც სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის მადესტაბილიზებელი პარტიის აკრძალვას შემდგომი გარემოების გამო: მას შემდეგ, რაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (ენმ) 2012 წლის არჩევნების შედეგად მმართველი ძალის ოპოზიციაში გადავიდა, მიუხედავად ე.წ. “კოჰაბიტაციის” პერიოდისა, არ შეუწყვეტია ანტისახელმწიფოებრივი, ძირგამომთხრელი საქმიანობა.

“ენმ” განსაკუთრებულად გააქტიურდა 2016 წლის წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში. პარტიის ლიდერები და საშუალო რგოლის წარმომადგენლები აშკარად, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, მოუწოდებენ საკუთარ მხარდამჭერებს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისაკენ. არჩევნების დღეს მათ უკვე მოაწყვეს რამდენიმე მძიმე პროვოკაცია საარჩევნო უბნებზე მარნეულში, ზუგდიდის რაიონში ქუთაისში და ა.შ. თუკი კიდევ გაგრძელდება “ენმს” პროვოკაციები, ამან შესაძლოა საქართველო შინა დაპირისპირების და სამოქალაქო ომის ზღვრამდე მიიყვანოს! ამას კი ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება თითოეული ჩვენგანისათვის”, – ნათქვამია პეტიციაში, რომელიც დღეს შეიქმნა და ამ დროისთვის  50 000-მდე ხელმომწერი ჰყავს.
nacebi

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები