"ბერკუტის“ ძალოვანები "წითელი ჯვრის“ ექიმებსაც სასტიკად უსწორდებიან“
“ბერკუტის“ ძალოვანები “წითელ ჯვარსაც” არაფრად აგდებენ და იმ ექიმებსაც სასტიკად უსწორდებიან, რომლებიც დაშავებულთა დახმარებას ცდილობენ -ამის შესახებ ინფორმაციას „Espresso TV“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ჟურნალისტების ინფორმაციით, “ბერკუტი“ სასტიკად სცემს ყველა მომიტინგეს, რომელსაც ხელში ჩაიგდებს. გრუშევსკის ქუჩაზე სასტიკად ნაცემი ათობით მოქალაქე უგონო მდგომარეობაში მიწაზე წევს.