ჩინელ მამაკაცს ქალთა ტრეფიკინგისთვის სიკვდილით დასჯიან

  ჩინეთის სახელმწიფოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა შემზარავი ინფორმაცია მიაწოდეს მაყურებელს. ჩინელ მამაკაცს სარდაფში ექვსი ქალი ჰყავდა ჩაკეტილი და მათ სექსუალურ მონებად იყენებდა, შემდეგ სამ მათგანს დანარჩენი ორი ქალის მოკვლა აიძულა. 2012 წელს ჰენანის პროვინციის სასამართლომ ლი ჰაოს, გაუპატიურების, განზრახ მკვლელობის, პროსტიტუციის, ადამიანების გატაცებისა და დამწყვდევის გამო, სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. პოლიციის ინფორმაციით, მეხანძრე ლი ჰაომ 2009 წელს საკუთარი სარდაფის ქვეშ 20 კვადრატული მეტრის საერთო ფართის ორი ამოთხარა. ამ ორმოში ხვდებოდნენ ქალები, რომლებსაც ლი ჰენანის პროვინციის ღამის კლუბებში იცნობდა. ზოგიერთს თავისთვის იტოვებდა, დანარჩენებს კი სხვა მამაკაცებზე ყიდდა. ერთ-ერთ, 23 წლის გოგოს გაუმართლა, მან მოახერხა პოლიციამდე მისვლა და საჩივრის დაწერა, რის შედეგადაც ლი ჰაო დააკავეს. სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება სააგენტო „სინხუამ“ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები