ლონდონის მეტროში სპანიელის ლეკვი გადაარჩინეს (ვიდეო)

ლონდონის მეტროში მგზავრებმა სპანიელის ლეკვი გადაარჩინეს. პატარა ძაღლი პატრონს ხელიდან იმ მომენტში გაუსხლტა, როდესაც ის ვაგონიდან გადმოდიოდა და რელსებში ჩავარდა. მგზავრებმა შესაბამისი ზომები საკმაოდ ოპერატიულად მიიღეს. მათ ავარიულ მუხრუჭი ჩამოსწიეს და ლეკვის ამოყვანა დაიწყეს. ძაღლი, სახელად სემი, საყელურმა გადაარჩინა. რელსებზე ძაღლის დავარდნის მომენტში თოკი პატრონს ხელში შერჩა. სწორედ მისი დახმარებით მოხერხდა სემის ამოყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები