ბრიტანელი ექიმები ტესტოსტერონით ქალების ლიბიდოს გაძლიერების ინიციატივით გამოდიან

დიდ ბრიტანეთში მეცნიერები ქალთა ლიბიდოს ასამაღლებლად სამედიცინო დაზღვევით ტესტოსტერონის გამოწერის ინიციატივით გამოვიდნენ.  ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
როგორც ბრიტანელი ექიმების კონფერენციაზე გინეკოლოგიის სამეფო კოლეჯის წარმომადგენელმა, ნიკ პანეიმა განაცხადა, „კაცების ჰორმონი“ ასევე ეხმარება ქალებს ენერგიის მოზღვავებაში და დაღლილობის დონის შემცირების შეგრძნებას აძლევს.
სამეფო კოლეჯის ექსპერტების განცხადებით, მენოპაუზის დროს ქალთა 15% სქესობრივი ლტოლვის შემცირებას განიცდის,
თუმცა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა ამ ეტაპზე ქალებისთვის ტესტოსტერონის შემცველი არცერთი პრეპარატის გამოყენების ლიცენზია არ გასცა.
მამაკაცებს გასულ წელს ტესტოსტერონის 270 ათასი რეცეპტი გამოუწერეს. მათ წლის განმავლობაში 21,3 მილიონი ფუნტის ღირებულების პრეპარატი შეიძინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები