სანდრა რულოვსი: მე მივეცი ხმა იმ მშვიდ ძალას, რომელიც ხვალიდან შეუდგება დაპირებების შესრულებას

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიის მეორე ნომერი სანდრა რულოვსი საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად გამოცხადდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა. ექსპრეზიდენტის მეუღლემ ხმა ნომერ მე-18 საარჩევნო უბანზე მისცა.
როგორც სანდრა რულოვსმა აღნიშნა, დღეს გადაწყდება, გადარჩება თუ არა საქართველო.
​”მე მივეცი ხმა იმ მშვიდ ძალას, გამარჯვებულს, რომელიც უკვე ხვალიდან შეუდგება საქმის გაკეთებას და დაპირებების შესრულებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამ სწორ არჩევანს გააკეთებს”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები