კიევში დაშავებულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს
კიევში, დაპირისპირების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დემონსტრატების უმეტესობა ყუმბარების აფეთქებისას დაშავდა. „ ბერკუტი“ ცრემლსადენ გაზს იყენებს, რის გამოც გრუშევსკისა და მიმდებარე ქუჩებზე სუნთქვა ჭირს. ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულთა შორის სპეცრაზმელებიც არიან. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, 84 ძალოვანი ჰოსპიტალიზებულია. ძალოვანებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება.