„რაპუნცელის სინდრომი“ – აშშ-ის მკვიდრს კუჭიდან 15-სანტიმეტრიანი თმის გროვა ამოუღეს

აშშ-ის არიზონის შტატის 38 წლის მკვიდრს ქირურგიული ოპერაციის დროს კუჭიდან 15-სანტიმეტრიანი თმის გროვა ამოუღეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პაციენტი ერთი წლის განმავლობაში მუცლის ტკივილებს უჩიოდა, ის ნორმალურად ვერ ჭამდა, რის გამოც წონაში 7 კილოგრამი დაიკლო. ბოლოს ის საერთოდ ვერ ჭამდა სითხეს ვერ იღებდა.
ექიმები ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები ადრეც მომხდარა და ის გრძელი თმის მქონე ქალებს მოსდის. ქირურგებმა ამ ფენომებსრაპუნცელის სინდრომი“ უწოდეს. (რაპუნცელი ძმები გრიმების ზღაპრის პერსონაჟია გრძელი თმით).
სინდრომის დროს ადამიანი თმას ღეჭავს და ზოგჯერ მას ყლაპავს. ვინაიდან თმებს კუჭი ვერ ინელებს, ხოლო მოუნელებელი თმები თორმეტგოჯა ნაწლავში ვერ გადის,. ის კუჭში გროვდება, ლორწოვანი სითხით წებდება და ძალიან მკვრივ გროვად გადაიქცევა.  ექიმები აცხადებენ, რომ „რაპუნცელის სინდრომის“ 40% 10 წელზე პატარა ბავშვია.
მას შემდეგ, რაც „არიზონელ რაპუნცელს“ მუცლიდან თმის გროვა ამოუღეს, მან თავი უკეთესად იგრძნო. ამჟამად მას პროტეინის დიეტა დაუნიშნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები