აშშ-მ მაიდანის დარბევაში მონაწილე უკრაინელებს ვიზები გაუუქმა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის მოქალაქეებს, ვინც გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში ევრომაიდანის ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდა, ვიზები გაუუქმა. “გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში მაიდანის დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში მონაწილე უკრაინის რამდენიმე მოქალაქეს აშშ-ის საელჩომ ვიზები გაუუქმა”, – აღნიშნულია უკრაინაში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების მიხედვით, აშშ განიხილავს შემდგომ ნაბიჯებს იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინაში ამჟამად მიმდინარე მოვლენებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები