მეუფე თადეოზის ხსოვნის საღამო და ფილმის წარდგინება გაიმართება

12 ოქტომბერს, 16.00 საათზე, მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) დაბადების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საიუბილეო საღამო და ახალი ფილმის ჩვენება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადგომით, ლიტერატურული საზოგადოება „ვერკვლისციხელის”, “მიტროპოლიტ თადეოზის სახელობის ფონდის” და გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.
ნაჩვენები იქნება თამარ თაგვაძის ფილმი „და გათავდება ყველა ტკივილი“ – მეორე ნაწილი. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მეუფემ სტუდენტობა გაატარა, ასევე გამოიფინება მეუფის გამოუქვეყნებელი ხელნაწერები და პირადი წერილები.
„წელს უკვე მეორედ ვხვდებით მის გარეშე ამ თარიღს. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სიყვარულის და უბრალოების მღვდელმთავარი. 12 ოქტომბერი ხომ მეუფე თადეოზის დაბადების დღეა“… – ამბობს „მიტროპოლიტ თადეოზის სახელობის ფონდის“ წარმომადგენელი მარიამ იორამაშვილი.
12 ოქტომბერს, 13.00 საათზე, სამღვდელოება  მეუფე თადეოზის საფლავზე, თბილისში, სიონის ტაძრის ეზოში სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები