წიგნის „კავკასია: დროისა და სივრცის გასაყარზე“ წარდგინება გაიმართება

7 ოქტომბერს, 18 საათზე, კავკასიურ სახლში გაიმართება წარდგენა წიგნისა: „კავკასია: დროისა და სივრცის გასაყარზე“. ავტორია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის კავკასიოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ცირა ბარამიძე.
წიგნი გამოსცა კავკასიური სახლის გამომცემლობამ.
როგორც „კვირას“ კავკასიური სახლიდან აცნობეს, წიგნი “კავკასია დროისა და სივრცის გასაყარზე” მკითხველს გააცნობს კავკასიის ხალხთა ისტორიის ცვლის დინამიკას, მიზეზებს, შედეგებსა და პერსპექტივებს, კავკასიის რეგიონალიზაციის მთავარ ვექტორებს (გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური, კულტურულ-ცივილიზაციური); გააცნობს აგრეთვე ისტორიულ და თანამედროვე წინაღობებს, რომლებიც გააჩნდა და გააჩნია დღესაც კავკასიის ინტეგრაციას, ამ წინაღობათა დაძლევის ისტორიულ კანონზომიერებებს; კავკასიის თვითმყოფადობის გადარჩენისა და განვითარების შესაძლებლობებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები