თბილისისა და ზაარბრიუკენის ვალდორფის სკოლების სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება

9 ოქტომბერს, 18 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში თბილისისა და ზაარბრიუკენის თავისუფალი ვალდორფის სკოლების ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, თბილისისა და ზაარბრიუკენის თავისუფალი ვალდორფის სკოლების მეგობრობა 20 წელზე მეტს ითვლის. გერმანელი და ქართველი ახალგაზრდები მონაცვლეობით მართავენ ერთობლივ კონცერტებს თბილისში, ბათუმსა და ზაარბრიუკენში. უკვე ტრადიციად ქცეული ვიზიტები დატვირთულია კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით. ამგვარი ურთიერთობა მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის წარმომადგენლებისთვის.
წელს ზაარბრიუკენის და თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლების ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი რამდენიმე კონცერტს გამართავს, მათ შორის ბათუმში, ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სკოლა-თერთმეტწლედში (7 ოქტომბერი, 18:00) და თბილისში, ა. ხორავას სახელობის მსახიობის სახლში (9 ოქტომბერი, 18:00 საათი).
ღონისძიების მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
პროგრამაში წარმოდგენილი იქნება დვორჟაკის სიმფონია N9, ვ. აზარაშვილის ნოქტიურნი, ტელემანის – კონცერტი ალტისა და კამერული ორკესტრისთვის, კინომუსიკა და ქართული, გერმანული და აფრიკული ფოლკლორი. ორკესტრის დირიჟორები არიან: ჰუბერტ პეჰი და ირაკლი შერმაზანაშვილი (თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის კურსდამთავრებული).
ღონისძიების ფარგლებში სტუმრები დაათვალიერებენ თბილისისა და ბათუმის ღირშესანიშნავ ადგილებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები