კიევში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა
კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. “ბერკუტი” შეტევაზე გადავიდა, ძალოვანები რამდენიმე აქტივისტს სასტიკად გაუსწორდნენ. სპეცრაზმის წარმომადგენლები კიევის ცენტრის ბარიკადებისგან გათავისუფლებას ცდილობენ. გრუშევსკის ქუჩის ერთ მხარეს მომიტინგეები დგანან, მეორე მხარას კი – „ბერკუტი“. ამ დროისთვის გრუშევსკის ქუჩის ერთი ნაწილი თითქმის გათავისუფლებულია. აქციის მონაწილეები უკან დახევას არ აპირებენ. “ბერკუტი” დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზსა და რაზინის ტყვიებს იყენებს. ძალოვანებს რამდენიმე დაკავებული აქტივისტი გაურკვეველი მიმართულებით გაჰყვათ. კიევში დილიდან დაძაბულია მდგომარეობაა. არიან დაღუპულები და დაშავებულები, მათ შორის დაშავდნენ ჟურნალისტები. დაშავებულები სასწრაფო დახმარებების მანქანებით გაჰყავთ, გარდაცვლილთა რიცხვი კი ხუთამდე გაიზარდა.