„წინააღმდეგობის ხელოვნება ეგვიპტეში, ლიბიასა და ტუნისში“ – ფოტოგამოფენა გაიმართება

დღეს, 6 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ელენე ახვლედიანის სახ. ბავშვთა სურათების გალერეაში „წინააღმდეგობის ხელოვნება ეგვიპტეში, ლიბიასა და ტუნისში“/Art of Resistance in Egypt, Libya and Tunisia, – ფოტოგამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, Claudia Wiens-მა ტუნისში, ლიბიასა და ეგვიპტეში პოლიტიკური გადატრიალების შემდეგად მიღებული კულტურული და ურბანული სახეცვლილება აღწერა. 2011–2014 წლებში მან ფოტოები გადაუღო იმ ხელოვანებს, რომელთა შთაგონების წყაროც იყო რევოლციის შემდგომი პოლიტიკური, კულტურული და სოციალური ცვლილებები და მათ, ვინც ცდილობდა, გავლენა მოეხდინა პოლიტიკურ პროცესებზე ქვეყანაში.
„ერთხელ ვიღაცამ მითხრა: „ხელოვნება დგას დემოკრატიის სადარაჯოზე“. ეჭვგარეშეა, რომ პოლიტიკა ინსპირაციის წყაროა ხელოვანთათვის. გაოცებული ვიყავი, თუ როგორ უმკლავდებოდნენ ისინი ცვლილებებს საკუთარ ქვეყანაში.“ შესაძლებელია, რომ მათ ხელოვნების დახმარებით ხელი შეუწყონ ცვლილებებს? რა წარმოადგენს მათი ინსპირაციის საგანს? ვინ არიან ეს არტისტები? როგორ ცხოვრობენ და მუშაობენ? – ეს ის საკვანძო კითხვებია, რომლებზე პასუხის გასაცემად ფოტოგრაფმა საკუთარი ნამუშევრები გამოიყენა.
სწორედ ამ მასშტაბური პროექტის ნაწილი გამოიფინება თბილისში 6 ოქტომბერს. შეხვდებით და გაიცნობთ ფოტოების ავტორს: გაგიზიარებთ გამოცდილებას პროექტთან დაკავშირებით, მოგიყვებათ ამბებს, რომლებიც ფოტოების უკან იმალება და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს.
ღონისძიება ტარდება მიტოსტის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში (14th International MitOst Festival Tbilisi, 05-09 October, ww.mitostfestival.org). შეხვედრა შედგება ინგლისურ ენაზე, რუსული თარგმანით. დასწრება თავისუფალია.
გამოფენა გაგრძელდება 8 ოქტომბრამდე.
ცნობისათვის: Claudia Wiens არის გერმანელი ფოტოგრაფი, ამჟამად ცხოვრობს სევილიაში, ესპანეთში. იგი 10 წელი ცხოვრობდა და მუშაობდა ეგვიპტეში, ხოლი 7 წელი თურქეთში. მისი ნამუშევრები ცნობილი გახდა საერთაშორისო გამოცემებიდან: GEO, Stern, New York Times, The Guardian. თანამშრომლობს და მუშაობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: UNICEF, GIZ და Johns Hopkins.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები