„მზიურში“ ჯონ ლენონის კედელი გაიხსნება

9 ოქტომბერს, 15:00  საათზე, პირველად ამიერკავკასიაში, „მზიურში“ გაიხსნება ჯონ ლენონის კედელი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ჯონ ლენონი — Across the Universe — ადამიანი, რომელმაც სამყაროს სიყვარულის და მშვიდობის მნიშვნელობა შეახსენა, ყველასთვის გასაგებ – მუსიკის ენაზე, 2016 წლის 9 ოქტომბერს, 76 წლის გახდებოდა.
სწორედ ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე,  რომელიც იქნება თავისუფლების სიმბოლო და სიყვარულის და მშვიდობის გზავნილი, გაიხსნება კედელი. კედელს სთრით-არტის მხატვრები – GagoSH (გიორგი გაგოშიძე) და Afour (ლაშა ბაბუაძე) მოხატავენ.
დღის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებები:
16:00 – You Are Here – ჩვენი გზავნილი მსოფლიოს, ჰელიუმის თეთრ ბურთებზე დამაგრებულ ღია ბარათებში: ”სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე, შენ ხარ აქ! წარმოიდგინე მშვიდობა მსოფლიოში!“;
“Imagine”- “ანა–ბანას” ბავშვთა გუნდის შესრულებით;
18:00 – “ვინილ ფართი”;
19:00 – John Lennon live at Madison Square Garden, New York City – ჯონ ლენონის 1972 წლის ცოცხალი კონცერტის ჩანაწერის ჩვენება;
20:00 – LIVE ლევან ჯაფარიძე;
20:30 -კინოჩვენება “ Nowhere Boy”;
22:00 – სპეციალური ჩართვა ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკიდან (გიორგი ჯანელიძე);
23:00 – ჰაერობუსი /მონოსპექტაკლი.

ორგანიზატორები – “ახალი მზიური”, „ბითლზის“ ქართული ფანკლუბი და კომპანია “Geb Group”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები