წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ გაიხსნება

7 ოქტომბერს თბილისში  წიგნის ახალი მაღაზია – „შაქრო ბაბუა“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ გამომცემლობა „ინტელექტიდან“ აცნობეს, მაღაზია გამორჩეულია თავისი ინტერიერით და ლიტერატურით დაინტერესებულ პირებს სასიამოვნო გარემოს, სხვადასხვა სახეობის ჩაისა და ყავას სთავაზობს. შაქრო ბაბუას სტუმარს წიგნებთან ერთად შეეძლება შეიძინოს ყველაფერი, რაც წიგნს უკავშირდება – თაროები, მაგიდები, სუვენირები.
სივრცე მუდმივად დაეთმობა წიგნის წარდგინებებს, თანამედროვე ავტორებთან შეხვედრებს, მხატვართა პერსონალურ გამოფენებსა და სხვადასხვა ღონისძიებებს.
შაქრო ბაბუა გთავაზობთ წიგნების ფართო არჩევანს: მხატვრული ლიტერატურა, უახლესი თარგმანები და მსოფლიო ბესტსელერები, თანამედროვე ქართული პროზა და პოეზია, სამეცნიერო და პოპულარული გამოცემები, საბავშვო წიგნები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები