ქართული ფილმი „ანას ცხოვრება“ სტამბოლში ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა 

ნინო ბასილიას ფილმი “ანას ცხოვრება” სტამბოლში, საერთაშორისო კინოფესტივალზე Crime and Punishment ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა.
როგორც „კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, “ანას ცხოვრება” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერა შვედეთში, გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
იგი ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი. მას შემდეგ ფილმი არაერთ კინოფესტივალზე მიიწვიეს. ფილმმა არაერთი ჯილდო მოიპოვა.
სულ ახლახან “ანას ცხოვრება” სახალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე “Край света” 2 პრიზის მფლობელი გახდა. ნინო ბასილია საუკეთესო რეჟისორად აღიარეს, ეკა დემეტრაძე კი, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს.
ფილმს ასევე აქვს კინოფესტივალის CINEMA JOVE გრან-პრი და კინოფესტივალზე Construir Cine მოპოვებული მთავარი პრიზი Merit Award.
ამჟამად კი “ანას ცხოვრება” ქაიროს A-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია მიწვეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები