„დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ – აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების თეატრის სპექტაკლი გაიმართება

85-ე თეატრალური სეზონი იხსნება: 7 ოქტომბერს, 18 საათზე, საერთაშორისო და რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატი, სანდრო ახმეტელის სახელობის პრიზის მფლობელი აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების თეატრი გამართავს ლაშა თაბუკაშვილის სპექტაკლს “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”.
როგორც „კვირას“ თეატრში განუცხადეს, სპექტაკლი გაიმართება კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია – გოგა გეგელია.
მონაწილეობენ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები: კოკა – ბაჩო კვირკველია; ნინიკო – გვანცა ღვედაშვილი; ბებია- თაკო კერესელიძე; დედა – მარიამ ფაილოძე; მეგობრები – კახა იაკობიძე, ნიკა კერესელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები