სკატმა სინგაპურში მყვინთავი მოკლა

პროფესიონალი დაივერი, 62 წლის ფილიპ ჩენი სინგაპურის ერთ-ერთ ოკეანარიუმში სკატმა მოკლა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ტრაგედია მაშინ მოხდა, როდესაც, ერთ პერიოდში პოპულარული პარკის, Underwater World-ის დახურვის დროს იქიდან ზღვის ცხოველები სხვა ადგილებში გადაჰყავდათ.
პარკის დახურვა დიდმა კონკურენციამ გამოიწვია. ოკეანარიუმმა სხვა ანალოგიურ გასართობ ადგილებთან კონკურენციას ვერ გაუძლო.
Haw Par Corporation-ის განცხადებაში  აღნიშნულია, რომ ჩენის დაღუპვა „ტრაგიკული უბედური შემთხვევაა“.
ფილიპ ჩენი დაივერი-ვეტერანია და ის ოკეანარიუმის ბინადრებს მისი გახსნიდან, ანუ 1991 წლიდან უვლიდა.
პოლიციის ინფორმაციით, სკატის თავდასხმის შემდეგ ჩენი საავადყოფოში მიიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა სინგაპურში.
ცნობისთვის, სკატი ძირითადად ტროპიკულ წყლებში ბინადრობს. მას კუდზე შხამიანი კბილანები აქვს, რომლებსაც თავდაცვისთვის იყენებს. ადამიანს სკატი ძალზე იშვიათად ესხმის თავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები