ახალგაზრდა ქართველი პიანისტის მორიგი წარმატება

ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის გრან-პრისა და პირველი ადგილის მფლობელი დავით ხრიკული არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ფინალშია. ამ ინფორმაციას ფეისბუქზე მისი მეგობარი, პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ავრცელებს.
„ქართველი პიანისტი, ჩემი უახლოესი მეგობარი დავით ხრიკული არტურ რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ფინალშია. ბრავო. ვულოცავ ამ უზარმაზარ წარმატებას. იამაყე საქართველო!“- წერს სანდრო გეგეჭკორი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
დავით ხრიკული ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედის”  მოსწავლეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები