გერმანული ბენდის “Die Höchste Eisenbahn” კონცერტი თბილისში – დასწრება თავისუფალია

საქართველოში გერმანიის საელჩოსა და ორგანიზაცია MitOst-ის ორგანიზებით, გერმანული ახალგაზრდული ბენდის “Die Höchste Eisenbahn” კონცერტი გაიმართება. კონცერტი 7 და 8 ოქტომბერს, „ფაბრიკაში“ (ნინოშვილის ქ. #8), 22:00 საათზე იგეგმება.
როგორც „კვირას“ გერმანიის საელჩოდან აცნობეს, ცნობილი ახალგაზრდული მუსიკალური ჯგუფი თბილისში ბერლინიდან ჩამოდის და ქართველი მსმენელის წინაშე, ახალი ალბომით “ახლა ვინ მიმიყვანს სხვებთან?” (“Wer bringt mich jetzt zu den Anderen”), პირველად წარდგება.
7 ოქტომბერს, „ფაბრიკაში“, 14:30 საათიდან 17:30 საათამდე, ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებისთვის, გერმანული ბენდის წევრები ფრანჩესკო ვილკინგი და მორიც კრემერი ჩაატარებენ ვორკშოპს სახელწოდებით: “ახლა ვინ მიმიყვანს სხვებთან? აღმოსავლეთისა და დასავლეთის მუსიკალური შეხვედრა”(“Wer bringt mich jetzt zu den Anderen? Eine musikalische Begegnung mit Ost und West”). ვორკშოპის ფარგლებში MitOst Festival-ის სტუმრები და გერმანულად მოსაუბრე ქართველი სტუდენტები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და ახალი სიმღერების ტექსტებს შექმნიან იმაზე, რაც გვაერთიანებს. იმავე საღამოს, კონცერტზე, ქართული ბენდიც „Mebo Renard“ დაუკრავს.
2016 წლის 29 ოქტომბრიდან იწყება ბენდის გერმანული საკონცერტო ტურნე: როსტოკი, ბრემენი, მიუნჰენი, ფრანკფურტი, კიოლნი, ჰანოვერი, დრეზდენი, ლაიფციგი, ესენი, ბერლინი, ჰამბურგი…
დასწრება თავისუფალია!
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: მზეხა მახარაძეს: 593 59 28 72.
14608016_1248781398477684_861477896_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები