ლევან წულაძის სპექტაკლ „ფაუსტის“ წარმოდგენა გაიმართება

5 ოქტომბერს, 22:00 საათზე, „თბილისურ ეზოში“, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტი“ დაიდგმება. ერთმოქმედებიან სპექტაკლს თეატრალური სარდაფი და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს.
ორგანიზატორებმა ,,კვირას”აცნობეს, რომ სპექტაკლის ორგანიზატორია ტელეკომპანია „არტარეა“ და დადგმა ქალაქ თბილისის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.
რეჟისორი – ლევან წულაძე; მხატვარი და თოჯინების ავტორი – ნინო ნამიჭეიშვილი; ქორეოგრაფი – გია მარღანია; მუსიკალური გაფორმება – ზურა გაგლოშვილი.
მსახიობები: ქეთი ცხაკაია, ნიკა კუჭავა, ბესო ბარათაშვილი.
მეთოჯინეები: მეგი ელბაქიძე, თეა კიწმარიშვილი, მაია მაზიაშვილი, ნინო ნამიჭეიშვილი, მაია სულხანიშვილი, სოფო ხიზანეიშვილი, მალხაზ გაბუნია, ზურაბ გაგლოშვილი, ბესიკ კუპრეიშვილი.
სპექტაკლის ფაბულა ეფუძნება მოხუცი ფაუსტის წარმატებების და წარუმატებლობების ამბავს, გრეთჰენის მიმართ მისი სიყვარულისა და ღალატის ისტორიას, ვნებებსა და განცდებს, რომელიც მის ცხოვრებას თან ახლავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები