„ეძღვნება საქართველოს“ – გამომცემლობა „ვიტა ნოვას“ ღონისძიება გაიმართება

6 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისში, მწერალთა სახლში (მაჩაბლის ქ. №13) გაიმართება ღონისძიება: „ეძღვნება საქართველოს“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სანქტ-პეტერბურგის გამომცემლობა „ვიტა ნოვას“ რუსულ-ქართული ერთობლივი პროექტების ფარგლებში გამოცემული წიგნები: „ვეფხისტყაოსანი“ ლორეტა აბაშიძე-შენგელიას ილუსტრაციებით, „ქართული ხალხური ზღაპრები“ და „მათეს სახარება“ მამია მალაზონიას ილუსტრაციებით.
წიგნებს წარადგენენ: პოეტი, გამომცემელი ალექსეი ზახარენკოვი; მწერალი, მთარგმნელი, რედაქტორი ნატალია სოკოლოვსკაია. საქართველოს დამსახურებული მხატვრები: ლორეტა აბაშიძე-შენგელია და მამია მალაზონია.
საღამოს ფარგლებში მოეწყობა ილუსტრაციების ორიგინალების გამოფენა. კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე, პოეტი ტატიანა ალიოშინა და ავტორი ალექსეი ზახარენკო შეასრულებენ სიმღერებს, მწერალი ნატალია სოკოლოვსკაია წაიკითხავს ქართული პოეზიის თარგმანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები