ეკა ბესელია: არ მინდა ვიფიქრო, რომ დაგეგმილ სცენართან გვაქვს საქმე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე კომენტარს აკეთებს. მან “თავისუფალი ზონის” ყოფილი წარმომადგენლის ნუგზარ ჭიაბერაშვილის “კვირას” პრესკლუბში გაჟღერებული განცხადება გაიხსენა, რომელიც “ნაციონალების” მხრიდან “გარკვეულ დესტაბილიზაციას” და  “მანქანების დაწვას” ეხებოდა.
“მოდით, ეს მივანდოთ საგამოძიებო ორგანოებს, რომლებიც დაადგენენ, რასთან გვაქვს საქმე. მე ერთი რამ შემიძლია ნამდვილად ვთქვა, ყოველ შემთხვევაში, იმედი მინდა დავიტოვო, რომ პოლიტიკური განცხდებები და პოლიტიკური სარჩული არ მოჰყვება ახლა ამ ფაქტს და არ ექნება მცდელობა იმისა, რომ პირდაპირ მოხდეს გარკვეული, ასე ვთქვათ, სცენარის შექმნა. იმიტომ, რომ რაღაცნაირად ამოტივტივდა ჩემს მეხსიერებაში და გაირბინა იმ კადრებმა, რომელიც თავის დროზე გვახსოვს ჩვენ ხურჩაში დადგმული რაღაც სცენარი. შემდეგ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებები, მათ შორის, “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლების მხრიდან, რომ იქნება გარკვეული დესტაბილიზაცია, მანქანების დაწვა და ა.შ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ სცენართან გვაქვს საქმე და გულწრფელად არ მინდა ვიფიქრო, რომ ამდაგვარი რამ ხდება. ამიტომ, მოდით გამოძიებას მივანდოთ პირველ რიგში ამ საქმის დადგენა, ამ ფაქტის გარკვევა, მოვისმინოთ გამოძიების ვერსია და შემდეგ შეიძლება გავაკეთოთ შეფასებები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები