ირაკლი კობახიძე: როგორი ტრაგიკული პიროვნებაც იყო სერგო ორჯონიკიძე, ისეთივე ტრაგიკული პიროვნებები არიან თინა ხიდაშელი და სალომე ზურაბიშვილი, ორი ჩვეულებრივი მოღალატე, ორი სერგო ორჯონიკიძე  ჩასული იყო ვაშინგტონში და ათას სამარცხვინო ტყუილს ლაპარაკობდა

როგორი ტრაგიკული პიროვნებაც იყო სერგო ორჯონიკიძე, ისეთივე ტრაგიკული პიროვნებები არიან თინა ხიდაშელი და სალომე ზურაბიშვილი, ორი ჩვეულებრივი მოღალატე, ორი სერგო ორჯონიკიძე  ჩასული იყო ვაშინგტონში და ათას სამარცხვინო ტყუილს ლაპარაკობდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ იცის, თუ სად არის ობიექტური ჭეშმარიტება და შესაბამისად მსგავს პერფორმანსებს არავითარი ფასი არ აქვს.

„ორი ჩვეულებრივი მოღალატე, ორი სერგო ორჯონიკიძე ჩასული იყო ვაშინგტონში და ათას სამარცხვინო ტყუილს ლაპარაკობდნენ. ერთი რაღაც ტაივანის „ენჯეოდან” იღებს ფულს, ერთი სხვა მიმართულებით, „მაკკეინის ინსტიტუტის” თანამშრომელი გახდა და ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. სამარცხვინო და ტრაგიკულია ეს ყველაფერი. სერგო ორჯონიკიძეც ტრაგიკული პიროვნება იყო, აგენტი გახდა და შემოუძღვა წითელ არმიას თბილისში, როცა ოკუპაცია განხორციელდა და როგორი ტრაგიკული პიროვნებაც იყო ის, ისეთივე ტრაგიკული პიროვნებები არიან თინა ხიდაშელი, სალომე ზურაბიშვილი და ნებისმიერი ასეთი ადამიანი. საკმაოდ ვრცელია ასეთი ადამიანების ჩამონათვალი, სამწუხაროდ. მათი ტრაგედიაა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენთვისაც ტრაგედიაა ნებისმიერი ქართველი, რომელიც ღალატს სჩადის, რასაც გაგებით და ლოიალობით ვერ მოვეკიდებით. საინტერესოც არ არის, აქტუალურობა დაკარგა ამ ყველაფერმა, რადგან საზოგადოება აფასებს ობიექტურ სინამდვილეს. ადრე გახსოვთ, განსხვავებული დამოკიდებულება იყო. ერთი კუბილიუსი რაღაცას რომ იტყოდა, მთელი ტრაგედია იყო ჩვენს ქვეყანაში და ახლა აღარ არის ასე. საზოგადოება უყურებს იმას, თუ სად არის ობიექტური ჭეშმარიტება. რა არის მართალი და რა – არა. რაც არ უნდა ვაშინგტონიდან გაიგოს ტყუილი იმას ხომ არ გაჰყვება, გაჰყვება იმას,რასაც ხედავს საკუთარი თვალით, ამიტომ ასეთ პერფორმანსებს არავითარი ფასი არ აქვს“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები