ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვუპირისპირდებით რევოლუციის გამუდმებულ მცდელობებს და ამის გამო იქნა მიღებული გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ვერ შემოდიან აქაც დისკუსიაში, ხომ ვერ გვეტყვიან ღიად, რომ შენ უნდა შეეგუო იმას, რომ თუ მოგვინდა, გაუმჭვირვალედ მოგიწყობთ ქვეყანაში რევოლუციას

ჩვენ ვუპირისპირდებით რევოლუციის გამუდმებულ მცდელობებს და ამის გამო იქნა მიღებული გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ვერ შემოდიან აქაც დისკუსიაში, ხომ ვერ გვეტყვიან ღიად, რომ შენ უნდა შეეგუო იმას, რომ თუ მოგვინდა, გაუმჭვირვალედ მოგიწყობთ ქვეყანაში რევოლუციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამერიკის მოქმედმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ამერიკული დაფინანსება თავის დროზე გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების მოსაწყობად.

„გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით არის ნული არგუმენტი. ჩვენ ვუპირისპირდებით რევოლუციის გამუდმებულ მცდელობებს და ამის გამო იქნა მიღებული თავის დროზე გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ამერიკის მოქმედმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ უცხოური დაფინანსება, კონკრეტულად, ამერიკული დაფინანსება თავის დროზე გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების მოსაწყობად. ამის მომსწრე ხომ ჩვენ ვართ საქართველოში. როგორ ხდებოდა USAID-ის და NED-ის თანხების გამოყენება საქართველოში რევოლუციური პროცესების დასაგეგმად და განსახორციელებლად. ამის წინააღმდეგ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი. ვერ შემოდიან აქაც დისკუსიაში. ხომ ვერ გვეტყვიან ღიად, რომ შენ უნდა შეეგუო იმას, რომ ჩვენ თუ მოგვინდა, გაუმჭვირვალედ მოგიწყობთ ქვეყანაში რევოლუციას“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები