დავით სერგეენკო: პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანები არ აღენიშნება

„რა თქმა უნდა ფაქტი მიუღებელია და დასაგმობია“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი კოლმეურნეობის მოედანზე პარლამენტის დეპუტატის გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტს. მინისტრმა აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პაციენტი გ. ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოინახულა. „პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანები არ აღენიშნება. აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთს ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა. თავისთავად ფაქტი მიუღებელია. დაზარალებულები არიან ის ადამიანები, ვინც ამ აფეთქების ირგვლივ იმყოფებოდნენ და თავის საქმეს ასრულებედნენ, ასე ვთქვათ შემთხვევითი ადამიანები და იქ მომუშავე ადამიანები. ალბათ სამართალდამცავების დასკვნის მერე უფრო სწორი იქნება შევაფასო მომხდარი. მჯერა, რომ უმოკლეს ხანებში გაიხსნება ეს საქმე. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ დაზარალებულებს მაქსიმალური სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინოთ”, – აცხადებს დავით სერგეენკო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები