შს მინისტრის მოადგილე: შსს ჭეშმარიტების დასადგენად ყველაფერს გააკეთებს

შს მინისტრის მოადგილე, ბესიკ ამირანაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ავტომობილის აფეთქების ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ტარდება ყველა პირველადი საგამოძიებო მოქმედებები.
“შევეცდებით, რომ დავადგინოთ შეჭმარიტება. შს ყველაფერს გააკეთებს ამისათვის”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს. შემთხვევა თავისუფლების მოედანზე, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მოხდა. დაშავებულია სამი ადამიანი, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები