გივი თარგამაძე: უნდოდათ, გაზზე ყოფილიყო ჩემი მანქანა, მაგრამ არ არის და ეს ნამდვილად აფეთქება იყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის განცხადებით, მისი მანქანა მიზანმიმართულად ააფეთქეს. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა „რუსთავი 2“-თან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით დაშავებულია მისი მძღოლი და ორი გამვლელი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.
„კოლმეურნეობის მოედანზე მოვუხვიე. ამოხვევის დროს, თავიდან მეგონა წინიდან გვესროლეს. სამი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში. ჩემზე მძიმე მდგომარეობაში არიან. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, რომ სხვას რამე არ მოსვლოდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა სავარაუდოდ, მანქანის უკანა ნაწილში იყო ჩადებული, ან უკან მოგვყვებოდა ვინმე და დისტანციური მართვის პულტს დააჭირა“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალურად მოგვიანებით ისაუბრებს.
„ყველას ძალიან უნდოდა, რომ გაზზე ყოფილიყო ჩემი მანქანა, მაგრამ არ არის და ნამდვილად აფეთქება იყო. პირობას ვაძლევ საზოგადოებას, რომ არათუ შევფერხდები, არამედ ისეთივე შემართებით გავარძელებ ჩემს საქმიანობას და 8 ოქტომბერს ამ ხელისუფლების საქმიანობას დავასრულებთ“, – აღნიშნა თარგამაძემ.
ცოტა ხნის წინ კოლმეურნეობის მოედანზე, გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები