სერგი კაპანაძე   გავრცელებულ აუდიჩანაწერზე – „ სრულიად ლეგიტიმურია შეთავაზება“

„ამ ჩანაწერში მთავარი ის არის,  რომ  ტელეარხის ხელმძღვანელი  ახდენს გავლენას მოსამართლეზე? „ –  ამ კონტრშეკითხვით  მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა სერგი კაპანაძემ  ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს  კითხვაზე, იყო თუ არა  აუდიოჩანაწერში  მოსამართლეზე გავლენის მცდელობა  ტელეკომპანია  „რუსთავი 2“ – ს დირექტორის მხრიდან.

აუდიჩანაწერში  ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს გენერალური დირექტორი  და საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი  „რუსთავი 2„ საქმეზე საუბრობდნენ.

 როგორც სერგი კაპანაძემ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, მისთვის სასაცილოა  არჩევნებამდე  რამდენიმე დღით ადრე,  დღეს გავრცელებულ  ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით  კომენტარის გაკეთება.

„ჩემი აზრით,  ცოტა სასაცილოც არის.  ნიკა გვარამიამ  უკვე ახსნა და განმარტა კიდეც,   თუმცა,  მე კიდევ ერთხელ  ვიტყვი,  რომ  ზოგადად  ჩანაწერი გაუგებარია.  არ ვიცი,  საერთოდ რას ემსახურება, არ ვიცი, რამდენად ავთენტურია,   რა კონტექსტშია საუბარი. უკვე  უპასუხა გვარამიამ  და როგორც გავიგე, ეს იყო ჩვეულებრივი შეთავაზება  ადამიანისადმი,   რომელიც  საუბრობს იმაზე, თუ რამხელა  პრობლემები არის სისტემის შიგნით, მათ  შორის  „რუსთავი 2“-ს  საქმესთან დაკავშირებით  და როგორი ზეწოლა არის სასამართლოზე,  ასევე იმაზე, თუ  როგორი პრობლემები არის დაგროვილი.  ამაზეა საუბარი.  თუ ამ კონტექსტით ავხსნით, სრულიად ლეგიტიმურია შეთავაზება, რომელიც გააკეთა.  თუმცა, ჩემთვის სრულიად უმნიშვნელო საკითხია ეს“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში “რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის საუბრის აუდიოჩანაწერი ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები