დავით უსუფაშვილი: პოლიტიკური ძალები თავს უფლებას აძლევდნენ და აძლევენ სასამართლო საქმეებში უხეშად ჩაერიონ

პოლიტიკური ძალები თავს უფლებას აძლევდნენ და აძლევენ სასამართლო საქმეებში უხეშად ჩაერიონ, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გავრცელებული ფარული ჩანაწერების თემაზე საუბრისას განაცხადა.

“საქართველოს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი – ნარჩენები სააკაშვილის ხელისუფლებიდან და ამ ხელისუფლების მიერ მოუგვარებელი პრობლემები. ჩვენ დავინახეთ ის, რომ მედიის წარმომადგენლები უხეშად ერევიან სასამართლო საქმეებში, ხოლო სასამართლოს წარმომადგენლები მზად არიან ასეთ ურთიერთობებში შევიდნენ მედიის წარმომადგენლებთან. სამწუხარო კი ისაა, რომ ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა და პოლიტიკური ძალები თავს უფლებას აძლევდნენ და აძლევენ სასამართლო საქმეებში უხეშად ჩაერიონ – ეს უნდა დასრულდეს. ჩვენ დავასრულეთ მიხეილ სააკაშვილის ეპოქა იმიტომ, რომ სასამართლოს საქმეებში ერეოდა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას..
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში “რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის საუბრის აუდიოჩანაწერი ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები