გვარამია – ახვლედიანის გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საგანგებო სხდომა ჩაინიშნა

“რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საგანგებო სხდომა გაიმართება.
სხდომა ხვალ,  10:00 საათისთვის არის ჩანიშნული.
„5 ოქტომბერს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომა, მედიით გავრცელებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან განხორციელებული კომუნიკაციის ფაქტთან დაკავშირებით“, – აცხადებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში “რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები