გიორგი კვირიკაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ 8 ოქტომბერს აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.
ვიდეომიმართვაში, რომელიც პრემიერის პრესსამსახურმა გაავრცელა, ნათქვამია, რომ არჩევნები ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა და ყველა მოქალაქემ საკუთარი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
”ჩემო მეგობრებო, საქართველოში დადგა არჩევნების დრო, მნიშვნელოვანი მოვლენა ყველა დამოუკიდებელი ქვეყნის ცხოვრებაში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ საკუთარი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებათა ერთობლიობაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით განვითარდება საქართველო უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 8 ოქტომბერს აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, ხმა მივცეთ ჩემი ქვეყნის თავისუფლებას და კეთილდღეობას. ყველამ ერთად ვიტვირთოთ პასუხისმგებლობა მომავალზე”, – ნათქვამია პრემიერის მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები