ფიზიკის დარგში ნობელის პრემია სამმა ბრიტანელმა მიიღო

ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკის დარგში დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები დევიდ ტაულესი, მაიკლ კოსტერლიცი და დანკან ჰელდანი გახდნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ნობელის კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ მეცნიერებმა ტოპოლოგიური ფიზიკური გადასვლების მეცნიერების განვითარებასა და ე.წ. უცნაური მატერიების შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანეს.
სამი მეცნიერი 930 ათასი აშშ დოლარის ოდენობის პრემიას გაინაწილებს.
მეთამატიკური ფორმულების მეშვეობით მეცნიერებმა უცნაური ფიზიკური ეფექტები აღწერეს, რომლებიც მატერიის იშვიათი მდგომარეობის დროს იქმნება. ეს არის ზეგამტარიანობა და ზეთხევადობა თხელ მაგნიტურ ფირფიტებში.
სამივე მეცნიერი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები