“პროგრესული საქართველო” „რუსთავი 2“ -ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევის შედეგებს აპროტესტებს

„GFK” -ის პლიუს “ბი-სი – ჯი“ უდრის „ნაციონალურ მოძრაობას„ , – ამ სლოგანით „ პროგრესული საქართველოს წევრებმა “ბი-სი- ჯი“ -ს ოფისთან აქცია გამართეს.
მათი განცხადებით, აღნიშნული ორგანიზაცია “ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთას ასრულებს. ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეგზიტპოლის შედეგები გაყალბდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, ანა თარხნიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა თარხნიშვილი მათ არ შეხვდა. მხოლოდ ის ითქვა, რომ განმარტებას “GFK” -ი გააკეთებს.
„საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ “რუსთავი 2“ არის “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებადი ტელევიზია, სწორედ ეს ტელევიზია უკვეთავს საველე კვლევას ისეთ ორგანიზაციას, რომლის დირექტორის მეუღლე “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია, ეს არის აბსურდი, პროვოკაცია, სხვა არაფერი. წინასწარი კვლევები იყო გაყალბებული, ეს არის პროვოკაცია და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“, – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბექა სამუშიამ.
„რუსთავი 2“ – ის დაკვეთით კვლევებს “GFK” ატარებს, საველე სამუშაოებს კი „ბი -სი -ჯი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები