გვარამია ადასტურებს, რომ ახვლედიანს ერთგვარი ფინანსური უზრუნველყოფა შესთავაზა

“რუსთავი 2” – ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ ერთგვარი ფინანსური უზრუნველყოფა მამუკა ახვლედიანს რეალურად შესთავაზა.
თუმცა გვარამია ამბობს, რომ ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და ქრთამზე საუბარი, მისი შეფასებით, აბსურდულია.
“მე იქ ვიყავი შეხვედრაზე, როგორც მედიის წარმომადგენელი. გუშინვე განვმარტე, რომ ადამიანებს, რომლებიც სისტემური დანაშაულის მხილებას აპირებენ, მედიამ რომ შესთავაზოს პირადი უსაფრთხოება და ასევე მატერიალური უსაფრთხოება, ეს არის ნორმალური პრაქტიკა ყველგან, მათ შორის, ჩვენთან. ეს არის პირველი შემთხვევა ჩვენი მხრიდან”, – განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები