ლეონიდ ჩერნოვეცკი ოჩხამურის მაცხოვრებლებს შეხვდა

მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ქობულეთის ოლქში ლეონიდ ჩერნოვეცკი რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
გუშინ ის დასახლება ოჩხამურის მოსახლეობას შეხვდა. ჩერნოვეცკიმ დამსწრე საზოგადოებას თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და უამბო მათ საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამის სამი უპირატესობის შესახებ, რომელიც სპეციალურად რეგიონისთვის შეიმუშავა.
როგორც ჩერნოვეცკიმ შეხვედრაზე განაცახდა, მას აუცილებლად მიაჩნია ქობულეთის რაიონში შექმნას თავისუფალი ეკომონიკური და სავაჭრო ზონები, სწორედ მათი დამსახურება იქნება მომავალში რეგიონში სასტუმროებისა და ახალი საწარმოების გახსნა, შესაბამისად, გაჩნდება სამუშაო ადგილებიც. კანდიდატის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მიღებული სწორედ ეს ზომა იქცევა სტიმულად მთელი რეგიონისა და კერძოდ, ქობულეთის განვითარებისთვის. ასევე, მან მოსახლეობას გააცნო ყველა სიახლე, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში, თავისი დეპუტატობის დროს მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად დანერგავს.
გარდა ამისა, ლეონიდ ჩერნოვეცკიმ შეკრებილებს წარუდგინა ის კანონპროექტები, რომელთა ინიციატორი თავად გახლავთ და ისინი ემსახურებიან როგორც ქართული საკანონმდებლო სისტემის გაჯანსაღებას, ასევე, მთელი ქვეყნის კეთილდღეობას.
„გუშინ მე ქობულეთის რაიონში მდებარე დასახლების, ოჩხამურის მაცხოვრებლებს შევხვდი. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და ყოველ მათგანს ამისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი, მაგრამ უფრო მეტად მათი მადლიერი ვარ იმისთვის, რომ მენდობიან!
ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც მალე 65 წელი შეუსრულდება, რომელსაც ჰყავს 3 შვილი, 8 შვილიშვილი და გამოვლილი აქვს უამრავი განსაცდელი, იმაზე მნიშვნელოვანი არაფერია, დავიმსახურო ადამიანის ნდობა და გავამართლო ის! არ დაგაღალატებთ!“ – წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი ამ შეხვედრის შემდეგ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები