ალექსანდრე სულაძის ფილმი „თუთა“ ცენტრალური მიჩიგანის საერთაშორისო კინოფესტივალის ფინალისტია

ალექსანდრე სულაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი Tuta/თუთა ცენტრალური მიჩიგანის საერთაშორისო კინოფესტივალის ფინალისტია. ამ ინფორმაციას ფილმის ფეისბუქგვერდი ავრცელებს.
ფესტივალი ტარდება ცენტრალური მიჩიგანის სამაუწყებლო და კინოხელოვნების უნივერსიტეტის და ცენტრალური მიჩიგანის ფილმის საზოგადოების მხარდაჭერით. ფესტივალი, 10-19 თებერვალს, საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმებს მთელი მსოფლიოდან უმასპინძლებს.
პროდიუსერი – შპს ,,ახალი ქართული ფილმი“, დირექტორი – ნიკოლოზ აბრამაშვილი, რეჟისორი – ალექსანდრე სულაძე. მუსიკალური გაფორმება – კომპოზიტორი მაქს ჯინჭველაშვილი.
გაუკაცრიელებულ, მთებში მიკარგულ სოფელში გამოკეტილი 17 წლის თუთა მშობლიური სახლიდან წასვლასა და საკუთარი ცხოვრების დაწყებას ოცნებობს.
გადაღებები 10 დღის განმავლობაში ხარაგაულის რაიონ სოფელ ლეღვანში მიმდინარეობდა. პროცესში ჩართული იყო მთელი სოფელი. მასობრივ სცენებში სწორედ ადგილობრივი მწყემსები დაკავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები