სანდრო ბრეგაძე სანდრა რულოვსზე სკანდალურ ინფორმაციასა და დოკუმენტებს ასაჯაროებს!

საზოგადოებრივი მოძრაობა „ეროვნულების” ლიდერი და საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრო ბრეგაძე, რომელმაც საინიციატივო ჯგუფთან ერთად ნახევარ მილიონამდე ხელმოწერა შეაგროვა, რათა საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის საკითხზე რეფერენდუმი დანიშნულიყო, ჩვენთან ინტერვიუში სკანდალურ ინფორმაციას ახმიანებს და ექსკლუზიურად გადმოგვცემს რამდენიმე დოკუმენტს, რომლებიც, მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ ბიზნესსა და სამომავლო გეგმებს ააშკარავებს.
– როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, საქართველოში წინასაარჩევნოდ დაახლოებით 50 მილიონი დოლარი შემოვიდა. ეს არის ნაციონალური მოძრაობის შავი ფული, რომელიც არა არჩევნებს, არამედ არჩევნების შემდეგ დაგეგმილ დესტაბილიზაციას უნდა მოხმარდეს!
პირდაპირ გეტყვით – ეს არის იარაღის კონტრაბანდის, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ე.წ. შავი ტრანსპლანტაციის, ანუ ადამიანის ორგანოების გაყიდვის გზით დაგროვილი მილიონები, რომლებიც სანდრა რულოვსის, დავით კეზერაშვილისა და სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას სახელზე ლათინური ამერიკის, აზიისა და აფრიკის ქვეყნების ბანკებში ინახებოდა!
წარმოიდგინეთ, მხოლოდ სანდრა რულოვსის ანგარიშზე მილიარდამდე დოლარი იყო აკუმულირებული.
კიდევ ვიმეორებ: ეს თანხა უნდა მოხმარდეს იმ პოლიტიკური და შეიარაღებული დაჯგუფებების დაფინანსებას, რომლებმაც საქართველოში დესტაბილიზაცია და რევოლუცია უნდა მოახდინონ!
– ძალიან სკანდალურ განცხადებას აკეთებთ, მაგრამ რამდენად სერიოზულია წყარო, რომელმაც ეს ინფორმაცია მოგაწოდათ, ანდა რაიმე მტკიცებულებები თუ გაგაჩნიათ?
– ინფორმაცია ძალიან სერიოზული და კომპეტენტური წყაროსგან მივიღე, ხოლო მტკიცებულებებს რაც შეეხება, ანონსის სახით, ექსკლუზიურად გადმოგცემთ იმ დოკუმენტების მცირე ნაწილს, რომლებითაც დასტურდება, რომ აფრიკისა და აზიის ქვეყნებში სანდრა რულოვსისა და სხვა ბობოლა “ნაცების” ანგარიშებზე მილიონები ირიცხებოდა!
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ და თქვან, რომ ვცრუობ, მე კი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შევძლებ იმ სიმართლის დამტკიცებას, რომელსაც ახლა ვამბობ.
მთავარია, ეს ყველაფერი ჰაერში გასროლილ ფრაზებად არ დარჩეს და ხელისუფლებისა და შესაბამისი ორგანოების მხრიდან სამართლებრივი რეაქცია მოჰყვეს!
თუ ჩვენ თავმოყვარე ქვეყანა ვართ და პრეტენზია გვაქვს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ამ ფაქტების გამოვლენის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებიდან უნდა მოიხსნას, ხოლო ზემოხსენებული პირების მიმართ სამართლებრივი პროცედურები დაიწყოს!
– ბუნებრივია, “ნაციონალები” თქვენს ინფორმაციას არ დაადასტურებენ და იტყვიან, რომ ცრუობთ. ასეთ შემთხვევაში რას მოიმოქმედებთ?
– მყარი არგუმენტებისა და დასაბუთების გარეშე არაფერს ვამბობ და იმხელა პოლიტიკური გამოცდილება ნამდვილად მაქვს, რომ ზედ არჩევნების წინ ჭორებზე დაყრდნობით არ ავტეხო განგაში!
მე ვლაპარაკობ “ნაციონალური მოძრაობის” კორუფციულ სქემაზე, უკანონო ბიზნესზე, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაზე, იარაღისა და ნარკოტიკების კონტრაბანდაზე და ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ეს ფული უნდა მოხმარდეს 8 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში დაგეგმილ დესტაბილიზაციას!
– ვთქვათ, დაადასტურეთ, რომ, მაგალითად, სანდრა რულოვსის სახელზე უცხოურ ბანკებში მართლაც ინახებოდა მილიონობით დოლარი, მაგრამ საიდან ამტკიცებთ, რომ ეს მაინცდამაინც უკანონო გზებით მოპოვებული თანხებია?
– ელემენტარული კითხვა დავსვათ – საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, რომელიც ოფიციალურად არანაირ ბიზნესს არ ფლობს, საიდან უნდა ჰქონდეს საბანკო ანგარიშებზე მილიონობით დოლარი?!
სააკაშვილი ხშირად აცხადებს, რომ მის ოჯახს არაფერი აბადია, თვითმფრინავის ბილეთის ფულსაც კი მეგობრები უგროვებენ და ა.შ. ამ ფონზე კი მისი მეუღლის სახელზე კოლოსალური თანხები ფიქსირდება! საიდან? როგორ? რა გზით?
ერთადერთი სიმართლე ის არის, რომ სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ ქართველი ხალხის ძარცვა-გლეჯით, კონტრაბანდით, ორგანოებით ვაჭრობითა და ათასი სხვა სისაძაგლით მილიარდები დააგროვეს, ახლა კი ამ შავი ფულის გამოყენებას რევანშისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით აპირებენ!
– ინფორმაცია, რომელსაც ახლა ახმიანებთ, რამდენად არის კავშირში იმ ფარულ აუდიოჩანაწერებთან, რომელთა მიხედვითაც სააკაშვილი და მისი ამფსონები საქართველოში სისხლიან გადატრიალებას გეგმავენ?
– რა თქმა უნდა, ეს ერთი ჯაჭვია და სწორედ იმ შავმა ფინანსურმა წყარომ, რომელზეც ახლა ვლაპარაკობ, უნდა უზრუნველყოს “ნაცმოძრაობის” დანაშაულებრივი გეგმების რეალიზაცია!
გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში ჩვენ მოვისმინეთ გავეშებული მანიაკების მიერ წამოსროლილი ფრაზები, რომ კონკრეტულ პიროვნებებს კადაფივით უნდა გაუსწორდნენ, ჯოხებით უნდა გააუპატიურონ და ა.შ.
ერთი სიტყვით, “ნაციონალები” ზნეს არ იცვლიან და მათ კვლავინდებურად სიამოვნებთ ადამიანების დამცირება, წამება, გაუპატიურება და მკვლელობა! ეს პოლიტიკური ძალა არ არის, ეს არის დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელიც კორუფციით, იარაღის კონტრაბანდით, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობითა და ნაირგვარი სიბინძურით საზრდოობს!
ყველაზე ცუდი იცით რა არის? ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც “ნაცმოძრაობა” მეორე პოლიტიკური ცენტრი და „მთავარი ოპოზიციური ძალა” იქნება საქართველოში!
აი, სწორედ ეს არ უნდა დავუშვათ! “ნაციონალების” დანაშაულებრივი სინდიკატი ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს! – ეს არის ახლა ჩვენი მთავარი მისია და ამოცანა!
– ამ დღეებში კიდევ ერთი ხმამაღალი განცხადება გააკეთეთ – ზუსტად ვიცი, რომ საბურთალოს მე-6 ოლქში არჩევნები მოგებული მაქვსო. კი მაგრამ, რა მონაცემებზე დაყრდნობით ამბობთ ასეთ რამეს არჩევნებამდე, თითქმის ერთი კვირით ადრე?
– საქმე ის არის, რომ საბურთალოს მე-6 ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლები წინასწარ აფიქსირებენ ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერას და ამას სპეციალურ ბლანკზე შესაბამისი ხელმოწერით ადასტურებენ.
დღეის მდგომარეობით, ათასობით ასეთი ხელმოწერა გვაქვს, ხოლო არჩევნებამდე 3-4 დღით ადრე დავდებთ მონაცემებს, რომელთა მიხედვით, დაახლოებით 10 ათას ამომრჩეველს ექნება დაფიქსირებული, რომ 8 ოქტომბერს ხმას მე მაძლევს!
10 ათასი ხმა პირველსავე ტურში გამარჯვებას ნიშნავს და აქედან გამომდინარე, საქვეყნოდ ვაცხადებ – სახელით, გვარით, მისამართითა და ტელეფონის ნომრით ვიცი ჩემი თითოეული მხარდამჭერის ვინაობა! ღმერთმა ნუ ქნას, რომელიმე ტვინგაცხელებულმა არჩევნების გაყალბება გაბედოს! ასეთ შემთხვევაში, ჩვენი პასუხი უმკაცრესი და დამანგრეველი იქნება!
– მთავარ კონკურენტად თავიდანვე რესპუბლიკური პარტიის ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გყავდათ გამოცხადებული…
– მას შემდეგ, რაც უსუფაშვილმა, ხიდაშელმა და “ნაცებმა” დაინახეს, რომ საბურთალოს რაიონში ჩემთან პირწმინდად აგებენ არჩევნებს, ერთობლივი ძალების მობილიზება მოახდინეს, რადგან იციან, რომ ჩემი გამარჯვება ეროვნული იდეოლოგიის გამარჯვებასა და ლიბერასტული იდეოლოგიის მარცხს ნიშნავს!
მიუხედავად ამისა, უკვე დავამტკიცე და 8 ოქტომბერს ქართველ საზოგადოებას საბოლოოდ დავანახებ, რომ ეროვნულ ძალებთან ჭიდილში ქართველთმოძულე ლიბერასტებს გამარჯვების შანსი არა აქვთ!
აქვე მინდა, განგაშის ზარი დავარისხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით – “რესპუბლიკური პარტია”, “ნაციონალური მოძრაობა” და „ქართულ ოცნებას” მიტმასნილი ლიბერასტები გეგმავენ, რომ მომავალ პარლამენტში დაიწყონ კონკორდატის, ანუ ქართულ სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმების პროცედურა!
მკითხველს შევახსენებ, რომ კონკორდატი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივ მდგომარეობას, იურიდიულ სტატუსსა და სახელმწიფოსთან ურთიერთობას განსაზღვრავს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს კონსტიტუციის დონეზე აღიარებს.
კონკორდატის გაუქმება ჩვენი ეკლესიისათვის მძიმე დარტყმა იქნება და ქართველთმოძულე ლიბერასტულ ძალებს ამის გაკეთების საშუალება ცოცხალი თავით არ უნდა მივცეთ!
– პარლამენტში რომც მოხვდეთ, მარტოკაცი როგორ გაუწევთ წინააღმდეგობას ანტიეროვნულ ძალებს?
– საზოგადოების წინაშე პირობას ვდებ, რომ პარლამენტში ერთი სანდრო ბრეგაძე ასი ლიბერასტის საპირწონე იქნება!
ეს ლიბერასტებმაც კარგად იციან და სწორედ ამიტომ არის მომართული მთელი მანქანა ჩემ წინააღმდეგ, მაგრამ ანტიეროვნული იდეოლოგია ეროვნულ იდეოლოგიას ვერ დაჯაბნის!
დიდი იმედი მაქვს, რომ ახალ პარლამენტში, ჩემთან ერთად, ეროვნულად მოაზროვნე სხვა პოლიტიკოსებიც მოხვდებიან და ჩვენ ერთად შევძლებთ, ანტიქართულ ძალებს საქართველოს საწინააღმდეგოდ ხელი შევუშალოთ!

 

წყარო : wyaro

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები