კინომსახიობთა თეატრში უილიამ შექსპირის „მეფე ლირის” წარმოდგენა გაიმართება

7 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში უილიამ შექსპირის “მეფე ლირი” დაიდგმება.
დამდგმელი რეჟისორი – ზურაბ გეწაძე; თარგმანი – მანანა ანთაძისა; მხატვარი – შოთა გლურჯიძე; მუსიკის ავტორი – ერეკლე გეწაძე; სასცენო მოძრაობა – კახა ხოშტარია; რეჟისორის ასისტენტი – სოფო ორჯონიკიძე; ტექნიკური რეჟისორი – ელენე მონასელიძე.
მონაწილეობენ:  ზურაბ ყიფშიძე, აკაკი ხიდაშელი, ნანუკა ლითანიშვილი, მაია გელოვანი, კატო კალატოზიშვილი, პაატა ინაური, გიორგი ყიფშიძე, იმედა არაბული, თემო ნატროშვილი, ნიკა წერედიანი, ვანო თარხნიშვილი, ვანო დუგლაძე, გუგა კახიანი, ანრი ბიბინეიშვილი, ერეკლე გეწაძე, თორნიკე ქასრაშვილი.
სპექტაკლის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები