„რკინის თეატრში“ სეზონი სპექტაკლ „ჩიტებით“ გაიხსნება

7 ოქტომბერს, 20 საათზე, „რკინის თეატრი“ სეზონს სპექტაკლ „ჩიტებით“ გახსნის, რომელიც ალექსანდრე (დათო) ქოქრაშვილის „მეზუნია ჩიტების“ მიხედვით დაიდგა.
13920010_1054868397942977_874163974043907674_oდამდგმელი რეჟისორი: დავით ანდღულაძე; რეჟისორის ასისტენტი: გიორგი ტრაპაიძე; მუსიკალური გაფორმება: დავით ანდღულაძე; მუსიკოსები: ნატო ესაკია ტექნიკური რეჟისორი: თორნიკე ჩეკურიშვილი; პროექტის მენეჯერი: ანა კვინიკაძე.
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: ქალი – ნინელი ჭანკვეტაძე; კაცი – დავით როინიშვილი; ბესიკო – ზაზა თაგოშვილი, ირაკლი სამუშია; მაყურებელი – ნატო ესაკია.
ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა აღმოაჩენ შენი ყოფის აბსურდულობას და, თუ ენერგია შეგრჩება, იწყებ მისი შეცვლისთვის ბრძოლას – ბრძოლას ცხოვრებასთან, საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან. ნაწარმოები ეგზისტენციალურ ხასითს ატარებს. სპექტაკლის გმირები არც საკუთარ თავთან არიან ჰარმონიაში და არც ბუნებასთან. სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია – მარტოობა, ადამიანის მარტოობა მის მიმართ მტრულად განწყობილ სამყაროში. რამდენად მოახერხებენ ცხოვრების შეცვლას სპექტაკლის გმირები, ეს უკვე მათ ნიჭზე, უნარზე და კიდევ… რაღაცაზეა დამოკიდებული, – აცხადებენ თეატრში.
სპექტაკლი განხორციელდა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებათა ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები