გელა სამხარაული და ალექსანდრე ჯეჯელავა საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული და საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ.
ალექსანდრე ჯეჯელავამ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა და  იმ სიახლეებზე  ისაუბრა, რასაც განათლების სისტემის რეფორმა ითვალისწინებს.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავუბრუნოთ პედაგოგის პროფესიას დაკარგული ღირსება და პრესტიჟი. პროფესიული განვითარების სქემას უნდა ჰქონდეს არა სადამსჯელო ფუნქცია, არამედ უნდა ემსახურებოდეს პედაგოგთა ავტორიტეტის აღდგენასა და მოტივაციას, რომ მეტად იმუშაონ საკუთარ პროფესიულ უნარებზე და კვალიფიკაციის ამაღლებაზე“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.
საუბარი შეეხო, აგრეთვე, პედაგოგათა ანაზღაურების სისტემას, დაწყებითი განათლების საფეხურზე ნულოვანი კლასისა და გახანგრძლივებული სწავლების შემოღებას, პედაგოგთა ასაკობრივ ზღვარს. ითქვა, რომ მასწავლებლის სკოლაში მუშაობა ასაკით არ უნდა განისაზღვროს, მთავარი კრიტერიუმი პედაგოგის კვალიფიკაცია უნდა იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები